ყოველწლიურად აპრილის თვეში, ძველი ენების პოპულარიზაციის მიზნით, პარიზის კავკასიის ევროპული სახლი მართავს მეცნიერულ-შემეცნებით შეხვედრებს სახელწოდებით: პირველად იყო სიტყვა !
10-14 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების ს/ს ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგების ჩართულობით იგეგმება საგაზაფხულო სკოლა, რომელიც ითვალისწინებს :
(1)- ქართული ზეპირსიტყვიერებით შემონახული სიტყვების გარშემო:
ა. ლიტერატურული, შემეცნებითი, მოქალაქეობრივი ან ბიოგრაფიული ჟანრის ერთგვერდიანი ესეს დაწერას;
ბ. A4 ქაღალდის ფორმატზე გრაფიკული ჩანახატის შესრულებას;
გ. ერთი ან რამდენიმე ახალგაზრდის მიერ ვიდეორგოლის ჩაწერას.
(2)- ვიზუალური ხელოვნების პერფორმანსის მოწყობას უნივერსიტეტის ეზოში
ძველი დამწერლობების წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით.
საგაზაფხულო სკოლა შეეცდება უპასუხოს ცნობისმოყვარე საზოგადობის შეკითხვას: როგორ იწერებოდა პირველი სიტყვები ? !
საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველემა პირებმა უნდა შეავსონ კითხვარი და არა უგვიანეს 2025 წლის 19 მარტისა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ecaucasushouse@yahoo.
მონაწილეებთან პირველი შეხვედრა გაიმართება 26 მარტს, ვიზუალური ხელოვნების კათედრაზე.